top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ხირხა - ღვინო 70 წლის ვენახებიდან


ამბობენ, პროფესიის ცვლილება განსაკუთრებით მაშინ არის სასიამოვნოო, როცა შენ საქმედ ბავშვობის ტკბილ მოგონებებს გადააქცევო. დავითის შემთხვევაშიც ასე იყო. წლების განმავლობაში სხვადასხვა სასმელებთან მუშაობის გამოცდილებამ უბიძგა საკუთარი სასმელიც ეწარმოებინა. სასმლის არჩევისას ბევრი არც უფიქრია, ბაბუის ვენახები ააღორძინა და ღვინის ჩამოსხმას შეუდგა.

ხირხა 2019 წელს დაარსებული მეღვინეობაა, რომლის ვენახებიც გურჯაანის რაიონ სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს. ვენახი დღეს 70 წელს ითვლის. მართალია მოსავალი რაოდენობრივად ნაკლებია, თუმცა ხარისხობრივად საუკეთესო.


კომპანიის სახელი, ნიადაგის ტიპობრიობას გამოხატავს - ხირხატი მიწები, რომელიც ღვინოს მინერალურ ტონებს სძენს. ღვინის წარმოების პარალელურად კი წელს უკვე ხილის ბრენდის  წარმოებას შეუდგებიან.


ხირხას მიზანი ხარისხიანი პროდუქტის წარმოებასთან ერთად, ისეთი სტერეოტიპების დანგრევაა, როგორიც ღვინოში სხვა სასმლის გარევაა.


დამწყებ მეღვინეებს ურჩევენ, არ შეუშინდნენ სირთულეებს და მისი გადალახვის პროცესით მიიღონ სიამოვნება, რადგანაც თვლიან, რომ ღვინო ძალიან ცოცხალი პროდუქტია, რომელიც მოსაფრთხილებელია, რადგანაც ყოველი ემოცია გადადის მასში.

 

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page