top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ძალიან რაჭული ღვინის დეგუსტაცია "ნაბერაულში"



12 ივლისს, რაჭაში, სოფელ სადმელში ნაბერაულის ღვინის სივრცემ სომელიეებს უმასპინძლა, სადაც  ჩატარდა ახალი, 2022  წლის მოსავლის ღვინის წარდგენა და პროფესიონალური დეგუსტაცია.

„ჩვენთვის, ნაბერაულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტერნტური ადამიანების რეკომენდაციების მოსმენა და რათქმაუნდა შემდგომში მათი გათვალისწინება, სწორედ ამიტომ მანამ სანამ, საბოლოო მომხამებლამდე მივა ნაბერაულის ყოველი ახალი მოსავლის ღვინო, პირველი ადამიანები  ვინც ჩვენს პროდუქციას სინჯავენ და აფასებე არიან  სომელიეები, ეს ყოველთვის ასე იყო და იქნება.  ვფიქრობთ სწორ გზაზე ვდგავართ და მიმაჩნია, რომ ერთობლივი ჩართულობთ ბევრ სასიკეთო  შედეგს  ვაჩვენებთ.

აქვე, მთელი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი თითოეულ სომელიეს, ვინც მოახერხა ან.და ვერ მოახერხა დეგუსტაციაზე დასწრება, გადაჭარბების გარეშე, რომ ვთქვა ეს ადამიანები არიან ქართული ღვინის ელჩები, ამიტომაც ჩვენი და ზოგადად დარგის სწორი განვითარება მათი ჩართულობის  გარეშე წარმოაუდგენლად მიმაჩნია“....

 გოგი ენუქიძე -„ნაბერაული“ს მფლობელი.

2022 წლის მოსავლის ღვინის დეგუსტაციაზე  9 სახეობის ღვინო გაისინჯა, აქედან              განსაკუთრებული  პოზიტიური უკუკავშირი წითელ მშრალმა ღვინოებმა  და ლეჩხუმურმა როზემ დაიმსახურა.

  ნაბერაულის 2022 წლის ლეჩხუმური როზე, განსაკუთრებულია როგოც ვიზუალის ასევე, ყურძნის ჯიშების ნაწილში,  ეს ღვინო უსახელოურისა და ცოლიკოურის სეპაჟის იდეალური შედეგია, რომელიც იდეალურად ეხამება ზაფხულის თავგადასავლებს.

ნაბერაული ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს,  გუნდის  მთავარი მისია, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის განსაკუთრებული ხასიათის ღვინის წარმოებაა.

ნაბერაულის წლიური წარმოება არაუმეტეს 40 000 ბოთლია, სადაც წარმოდგენილია როგორც, ტრადიციული ქვევრის, ასევე კლასიკური ენოლოგიური პრაქტიკით დაყენებული ღვინის 10 სხვადასხვა სახეობა,  რომელიც რეალიზდება საქართველოსა და მსოფლიოს მნიშვნელოვან  ღვინის ბაზრებზე.

 

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page