თბილისის შუაგულში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის ვაჭრები ღვინის ბარია, სადაც ყოველი სტუმარი თავს ისე გრძნობს, თითქოს საკუთარ სახლშია, გარშემორტყმულია ქართული ტრადიციების სითბოთი და თანამედროვე დიზაინის ელემენტებით.
გიორგი სიხარულიძისა და მისი პარტნიორის ათწლიანი ღვინის სფეროში მოღვაწეობა ღვინის ვაჭრებში ნათლად ჩანს. მათი პირადი ექსპედიციები თბილისის ღვინის ბარების სამყაროში გახდა ინსპირაცია, რომელმაც შეაქმნევინა ეს მყუდრო სივრცე.
პოსტპანდემიურმა პერიოდმა კი დამფუძნებლების განწყობა კიდევ უფრო გააძლიერა: „ახლა, როცა ვუყურებთ როგორ განვითარდა აქაურობა, როგორ დავიწყეთ ცარიელი კედლებიდან და დღეს ეს სივრცე ბევრი ადამიანის საყვარელ ადგილად იქცა, ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებს“ - გიორგი სიხარულიძე.
ბარის პერსონალი არა მხოლოდ ღვინოების შესანიშნავი ცოდნით გამოირჩევა, არამედ ყოველთვის მზად არიან, სტუმრებს შესთავაზონ ის ღვინო, რომელიც მათ გემოვნებას და განწყობას იდეალურად შეესაბამება. აქ, ქართული ღვინის განსაკუთრებულ ასორტიმენტთან ერთად კი, შეგიძლიათ უცხოური ღვინოების დაგემოვნებაც.
ღვინის ვაჭრებში ღვინის მოყვარულები თავს ერთ ოჯახად გრძნობენ, ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და სიყვარულს ღვინის მიმართ. ერთი ვიზიტი კი საკმარისია იმისთვის, რომ ეს სივრცე თქვენს საყვარელ ადგილად იქცეს.
Comments