top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ქეთი ჯაფარიძე და კატო შალვაშვილი AWC ღვინის კონკურსზე იყვნენ მიწვეულები


ვენის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე ქართველი დეგუსტატორები ქეთი ჯაფარიძე და კატო შალვაშვილი იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსი AWC მიერ არის ორგანიზებული, ყოველწლიურად ვენაში იმართება და ცნობილია თავისი მკაცრი შეფასების სისტემით და მაღალი სტანდარტებით.


წელს კონკურსზე 10 000ზე მეტი ღვინო, 41 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. ფრანგ, ესპანელ, ბერძენ და ჩეხ სომელიეებთან ერთად კი ქართველი დეგუსტატორებიც აფასებდნენ ღვინოებს.


კონკურსის შთაბეჭდილებებს ქეთი და კატო კი თბობას უზიარებენ:


ქეთი ჯაფარიძე:


“Vienna International wine challenge არის საკმაოდ პროფესიონალური დეგუსტაცია. ღვინის განაწილების სისტემის გამო ვფიქრობ შედარებით მკაცრიც და ჩემთვის ასევე იგრძნობოდა მაქსიამალურად სამუშაო და სწორ შეფასებაზე ორიენტირებული გარემო.


კონკურსზე ღვინოები დაყოფილი არის ჯიშების კატეგორიების მიხედვით, რაც საშუალებას გაძლევს გაეცნო ერთი ჯიშისგან დაყენებულ სხვადასხვა მწარმოებლების ღვინოებს. ეს ფორმატი კი კარგი საშუალებაა ჯიშის ხასიათის გასაცნობად და თავის მხრივ, ღვინის შეფასებას უფრო მკაცრს ხდის.


ვფიქრობ, რომ ჩვენი იქ ყოფნა კიდევ ერთხელ არის ქართველების აღიარება ევროპელების მხრიდან. დღეს ქართული მეღვინეობა ძალიან საინტერესოა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ მათ სტანდარტებს და გემოებს. მსგავსი კონკურსები კი გვაძლევს სწორედ ამ ინფორმაციას და გამოცდილებას, რასაც შემდგომ ჩვენ მეღვინეებს ვუზიარებთ, რომლებიც თავის მხრივ შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებებით მარკეტინგულად თუ ტექნოლოგიურად გამოიყენონ.

ვენაშიც დავრწმუნდი, რომ პოზიტიური ძვრები გვაქვს საქართველოში და ქართული ღვინო საკმაოდ გავლენიანი და ეგზოტიკური შეიძლება იყოს სხვა ქვეყნებისთვის.“


კატო შალვაშვილი:



„ვენაში დამხვდა ძალიან პროფესიონალური ფორმატი, ყველანი ვისხედით ცალ-ცალკე კაბინებში და დღის განმავლობაში ვსინჯავდით 150 ნიმუშს. კატეგორიები იყოფოდა ჯიშებად, რაც იყო ძალიან საინტერესო, რადგანაც კარგად გექმნებოდა შთაბეჭდილება ჯიშის ტიპზე და მის ხასიათზე.


ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო კატეგორია იყო Natural and Orange wine -  გავსინჯე მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან და საინტერესო იყო თუ რამდენად ჰგავს ან განსხვავებული არის მსოფლიოს და ჩვენი ღვინოები.  


თუ კლასიკურ ღვინოებში იგრძნობოდა, რომ ჩვენ ვართ ამ ტიპის ღვინოების სწავლის პროცესში, ორენჯ ვაინებში პირიქით - ისინი არიან მუშაობის პროცესში. ჩვენთან უფრო წამოსულია მსუბუქი ტიპის ღვინოები, რომელსაც აქვს მსუბუქი ტანინები და არის დაბალანსებული.  


ვფიქრობ, რომ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა კარგი საშუალებაა მეღვინისთვის, ობიექტურად ნახოს და გაიგოს უცნობი ადამიანებისგან, თუ როგორ ფასდება ღვინოს.“

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page