top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ქართული ღვინო ნიდერლანდებში - მანა ოტმერი



მანა ოტმერი თითქმის უკვე 10 წელია რაც ქართული ღვინოს ნიდერლანდების სამეფოში პოპულარიზებას უწევს. თავდაპირველად ქართული ღვინო საფრანგეთიდან შეჰქონდათ. დღეს კი უკვე მაღაზიაც აქვთ, სადაც ადგილობრივი ღვინის მოყვარულებს ქართული ღვინით მასპინძლობენ.


T: რატომ გადაწყვიტეთ ქართული ღვინის შეტანა ნიდერლანდებში?


ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემი ჰოლანდიელი მეუღლე იმდენად მოიხიბლა ქართული ღვინით, რომ გადავწყვიტეთ, მთელი ქვეყნისთვის გაგვეცნო საქართველო. ეს ის დრო იყო, როდესაც ქართველმა მეღვინეებმა აქცენტის გაკეთება დაიწყეს ღვინის ხარისხზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ქართული ღვინო პოპულარული გაგვეხადა ჰოლანდიაში.


თავდაპირველად მხოლოდ ონლაინ გამოწერით ხდებოდა ღვინის შეძენა, 2019 წლიდან კი ჩვენი მაღაზიაც გავხსენით. მიუხედავად პანდემიის სირთულეებისა, დღეს უკვე აქტიურად ვმართავთ დეგუსტაციებს.



T: როგორ არჩევთ ღვინოს ჰოლანდიის ბაზრისთვის?


ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელმა არა მხოლოდ ღვინო, არამედ მეღვინეობა გაიცნოს. გამოკვეთილი არის რამდენიმე ბრენდი, რომელიც საკმაოდ კარგად იყიდება და სპეციალურად იმ კონკრეტული ღვინისთვის მოდის მომხმარებელი. ადგილობრივი მომხმარებელი ძალიან განსხვავდება გერმანელი და ბელგიელი ღვინის მოყვარულისგან, აქ მაინც უჭირს ქვევრის ღვინოს პოზიციონირება.


ჩვენი შერჩევის ამბავიც ეგ არის, შეიძლება რაღაც ღვინო პირადად ძალიან მომეწონოს, თუმცა გვიწევს ისეთის არჩევა, რაც ბაზარს მოერგება და რასაც ჰოლანდიელი მომხმარებელი მიიღებს.


T: როგორი ტიპის მომხმარებელია ჰოლანდიელი ღვინის მოყვარული?


ჰოლანდიელი მომხმარებლები ძალიან განსხვავდებიან ევროპელი მომხმარებლებისგან, უფრო მეტად რთულები არიან. ალბათ, მაინც იმიტომ, რომ ლუდის ქვეყანაა და ღვინის კულტურა ახლა იდგამს ფეხს. აქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფასს, არ უყვართ მაღალფასიანი ღვინოები და ყიდულობენ იმას, რაც უკვე იციან. ჩვენ უკვე გვყავს ისეთი მომხმარებლები, რომლებმაც იციან რა სურთ და სწორედ ჩვენი მხრიდან მათთან აქტიური მუშაობა მიდის, რომ ახალი და საინტერესო ღვინოები გავასინჯოთ და მათი რაოდენობაც გავზარდოთ.


T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას?


ალბათ ქართველებს, მაინც უფრო გვიყვარს ღვინო და ამის გამოც ნაკლებად ვართ კრიტიკულები. ხარისხის შეფასების ნაწილში მეტი გულწრფელობა და მიმღებლობაა საჭირო.


მე არ მინდა, რომ დაბალ ფასიან სეგმენტში, სუპერმარკეტში ვნახო ქართული ღვინო, ჩემი აზრით ჩვენი ნიშა საშუალო და მაღალ ხარისხიანია, რისი შესაძლებლობაც გვაქვს.

მეღვინეებმა უნდა ეცადონ, რომ დაიჭირონ მაღალი ხარისხი. ევროპელი მომხმარებელი არის ძალიან მომთხოვნი ხარისხთან მიმართებაში. ყოველთვის უყურებს ფასის და ხარისხის შეფასებას.

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page