top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ქართული ღვინის დეგუსტაცია ლონდონის WSET School-ში


13 ნოემბერს, ქართული ღვინის ექსპერტი დარია ხოლოდილინა ლონდონში, WSET School-ში ქართული ღვინის დეგუსტაციას გამართავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის მრავალფეროვანი სტილი, ხოლო სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დარიას და მიქელ ჰუდინის წიგნი Georgia: A Guide to the Cradle of Wine საჩუქრად.


T: დარია, როგორ დაიგეგმა ქართული ღვინის დეგუსტაცია ლონდონში?


ღონისძიება დაიგეგმა ლეგენდარული ღვინის წიგნების გამომცემლობა და მაღაზიასთან Academie du Vin Library - თან თანამშრომლობით. ასევე დიდი მხარდაჭერა მივიღე ქართველი მეღვინეებისგან და იმპორტიორი კომპანიებისგან - Taste of Georgia, Sad Meli, Astrum Wines, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა, რომ დეგუსტაციაზე წარვადგინო ქართული საუკეთესო ღვინოები. ღონისძიება გაიმართება ისეთ ცნობილ სივრცეში, როგორიც WSET School, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.


T: როგორი სტილის ღვინოები იქნება დეგუსტაციაზე წარმოდგენილი?


ბევრი ბრიტანელისთვის ქართული ღვინო არის ან ტკბილი, ან მხოლოდ ბუნებრივი ღვინის ნიშაში მყოფი. ზოგმა კი იცის ქარვისფერი ღვინოც. ჩემი მიზანი კი სტილისტური მრავალფეროვნების დემონსტრირებაა, სადაც იქნება კლასიკური თეთრი, ქარვისფერი და წითელი ღვინოები. ნიმუშების ძირითადი ნაწილი ნამდვილად ორგანული ვენახებიდან მოდის.


T: რატომ არის დიდი ბრიტანეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის პერსპექტიული?


დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებული ადგილია ღვინის მსოფლიო რუკაზე და აქ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს. ეს ღონისძიება საშუალებას აძლევს ქართულ ღვინოს, პოზიციონირდეს სწორად და წარდგეს ღვინის პროფესიონალების წინაშე. თითოეული დეგუსტაცია, როგორიც ესაა, აძლიერებს ჩვენს პოზიციებს.

ვფიქრობ, რომ ამ დეგუსტაციაზე ბრიტანელებს დავანახებთ, რამდენად საინტერესო და მდიდარია ჩვენი ღვინის კულტურა.

 

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page