top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024 საბა ქიტიაშვილია


საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024 კონკურსის გამარჯვებული საბა ქიტიაშვილია, რომელიც 2026 წელს ლისაბონში, მსოფლიო სომელიეთა კონკურზე, საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლად წარდგება.


„პირველ რიგში, ძალიან მიხარია და მადლობელი ვარ თითოეული იმ ადამიანის, რომელიც გუშინ მამხნევებდა და გვერდში მედგა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ამდენწლიან შრომას მოაქვს შედეგი და აღწევ მიზანს“ - საბა ქიტიაშვილი.


ფინალში საბასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თეონა თოხაძემ და რეზი ცეცხლაძემ, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმი და ღვინის მიმართ ღრმა სიყვარული 

გამოავლინეს.


კონკურსანტები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ღვინის სფეროში ცნობილი და აღიარებული პროფესიონალები.


ღონისძიება 9 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართა და მიზნად ისახავს სომელიეთა პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი მნიშვნელოვნად აძლიერებს ქართული ღვინის პოზიციებს მსოფლიო ღვინის სცენაზე.

 

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page