top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

საამური


საამური - ადგილი სადაც, ბუნებრივ ღვინოს აგემოვნებ, ადგილი სადაც ღვინოზე საუბრობ და უბრალოდ ადგილი სადაც, კარგი ხალხი დაგხვდება.

საამურის ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ბუნებრივი ღვინის სიყვარულს ახალგაზრდებში ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული. სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობით მაია დარწმუნდა, რომ ქართველებს ჭეშმარიტი გემო არ დაგვიწყებია და სწორედ ახალგაზრდების მოწყურებული თვალები იყო ნიშანი, რომ თბილისში კიდევ ერთი ადგილი ყოფილიყო სადაც, დროს სასიამოვნოდ გაატარებდი და გაერთობოდი.


როგორც ბევრისთვის, მათთვისაც პანდემია აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი - შერჩეულ ლოკაციაზე, რომ უნდა გახსნილიყვნენ ზუსტად მაშინ მთელი მსოფლიო სახლში ჩაიკეტა. თუმცა მალევე ეს მდგომარეობა ახალ შესაძლებლობად გადააქციეს და თანამოქალაქეებს სახლიდან უგზავნიდნენ ღვინოებს.


შემთხვევითი არ არის, რომ საამურმა საბოლოო სახლად ფაბრიკა აირჩია. ეს ხომ ადგილობრივი ახალგაზრდების, მოგზაურების, ხელოვნების მოყვარულებისა და თავგადასავლების მაძიებლების მიზიდულობის ცენტრია.


საამურის ღვინის გამოფენამ წელს უკვე მასშტაბური სახე მიიღო, ქვეყნის ფარგლებს გასცდა და 30 მეღვინეს შორის თურქ, ფრანგ, კატალონიელ, იტალიელ და ბერძენ მეღვინეებს უმასპინძლა. ღვინოსთან ერთად სიდრიც არ დაივიწყეს და ორი მნიშვნელოვანი მწარმოებელი კომპანიაც ჩართეს.


„ბუნებრივი ღვინის სიყვარული, ბუნებრივი ემოციიდან მოდის. ღვინო არის შეგრძნება, რომელიც ყველა ღვინოს ინდივიდუალური აქვს და ყველა ადამიანს. ჩემთვის საყვარელი სასმელია, რომლიდანაც ვიღებ იმ ენერგიას, რომელიც ვიღაცამ ჩადო. ამ მიმდინარეობაში და ბუნებრივ ღვინოში კი ეს ბევრად უფრო თვალსაჩინოა“ - მაია ჭოხონელიძე.


იციან, რომ ყველას სჭირდება რაღაც დრო, რომ გარკვეულ გემოვნებას მოერგოს. ყველაზე მეტად მოტივაციას ის ადამიანები აძლევენ, რომლებიც ნატურალურ ღვინოს ალღოს იჭერენ და ითხოვენ.


2 წელი, 2 გამართული სალონი, ბევრი საინტერესო პოპაპი და უამრავი გულანთებული ახალგაზრდა მოწმობს იმას, რომ საამური ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მათთვის კი დიდი ინსპირაციაა, რათა განაგრძონ ახალი მწვერვალების დაპყრობა.

Comentários


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page