ღვინის ვიდეო ბლოგერი - ინდივიდი, რომელიც ქმნის და აზიარებს ვიდეოებს ღვინოსთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე თუ სოციალურ მედიის არხებზე. ბლოგერი იყენებს თავის ვიდეოებს ღვინის სხვადასხვა ასპექტების შესახებ აუდიტორიის ინფორმირებისთვის და გასართობად.
მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სამშობლო ვართ, ღვინის ვიდეო ბლოგერი ერთი გვყავს, თუმცა ისეთი, რომ ყველა ღვინის ქვეყანამ ინატროს. გიორგი ფოცხვერაშვილი უკვე 4 წელია ღვინის ვლოგერია და არაერთი პლატფორმაზე წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას.
T: როდის მოხდა თქვენი ღვინოსთან პირველი პროფესიული შეხება?
ღვინოსთან შეხება ბავშობიდანვე მქონდა, სანამ მე თვითონ უშუალოდ დავინტერესდებოდი ღვინით. დედაჩემი მეღვინეა, ამიტომ ღვინო როგორც პროდუქტი, სახლში მუდმივად იყო და ყოველდღიურად მოვიხმარდი.
ჩემი და ღვინის სიყვარულის დაბადება კი გაცილებით გვიან მე-3 კურსზე მოხდა, როდესაც გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წავედი, სადაც სხვა კუთხით დავინახე ჩემი თავი ამ პროფესიაში და სწორედ აქ გამიჩნდა უკვე სიყვარული ამ პროფესიის მიმართ.
T: რა იყო ინსპირაცია და როგორ გადაწყვიტეთ ვიდეო ბლოგერობა?
ინსპირაცია რამდენადაც სიმბოლურად არ უნდა ჟღერდეს მსოფლიოში პირველი ვიდეო ბლოგი იყო Wine Library TV - გამიჩნდა იდეა, რომ საქართველოში აუცილებლად ყოფილიყო ეს, ვყოფილიყავი პირველი ვიდეო ბლოგერი. 2 წლის განმავლობაში შინაარსზე ვმუშაობდი, რომ ცოდნით და ემოციურად მივსულიყავი, რომ ეს საქმე მეტვირთა. 2019 წელს კი პირველი ვიდეო ავტვირთე.
T: როგორ მიიღო ქართულმა მეღვინეობამ შენი ვიდეოები და რამდენად სჭირდება ქართულ მეღვინეობას ღვინის ბლოგერი?
ზოგადად როდესაც სოციალურ ცხოვრებას იწყებ უნდა იყო მზად, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, იქნება ძალიან ბევრი ნეგატივი და წინაღობა. მოტივაცია საკმარისია, რომ რაღაც დაიწყო, თუმცა იმისთვის, რომ საქმე აკეთო ხანგრძლივად აუცილებელია დისციპლინა. სწორედ ამ ყველაფრის გასააზრებლად დიდი დრო დამჭირდა.
ზოგადად საქართველოში არ არის მიღებული ღვინოზე გულწრფელად საუბარი, რათა ერთმანეთს გული არ დავწყვიტოთ, რაც ჩემი აზრით საკმაოდ დიდი პრობლემაა.
თუნდაც ის მიდგომა მეღვინე, რომ კარგ ღვინოს დააყენებს, მომდევნო წლებში ცდილობს რეპლიკაცია მოახდინოს კარგი ღვინის და არ ცდილობს მასზე უკეთესის დამზადებას. არადა საჭიროა ყოველ წელს ვადაპტირდეთ. მასიურად კი ეს მიდგომა არ გვაქვს.
მე მაგ თემაში ნამდვილად არ მაქვს ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ მეღვინეს ღვინოში. მე უკეთესი ბლოგერი გავხდები, როდესაც ბაზარზე გამოჩნდება, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩემსავით ან უკეთესად ემოციურად და გულახდილად ისაუბრებს.
ვფიქრობ, რომ საქართველოში არათუ ერთი არამედ ათი ბლოგერიც არ არის საკმარისი, რადგანაც ბევრი პრობლემაა რომელზეც უნდა ვსაუბრობდეთ, შესაბამისად მივესალმები მეტი ბლოგერის გამოჩენას, ადამიანების რომლებიც გულწრფელად ისაუბრებენ ღვინოზე და ამ სფეროში შექმნიან ჯანსაღ კონკურენციას.
T: როგორია თქვენი მიდგომა ღვინის დეგუსტაციისა და მიმოხილვის მიმართ:
ზოგადად ღვინის შეფასების კრიტერიუმი იყო და არის კლასიკური მეღვინეობის ევროპული ღვინის შეფასების მეთოდი. რაც ძირითადი ნაწილი, ისევ და ისევ გაიზემჰაიმის დამსახურებაა. იქ მსოფლიოს წამყვან სომელიეებთან ერთად გავდიოდით დეგუსტაციებს და ამ ადამიანების მოსმენით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მეც მქონდა ის პერიოდი, რომელიც ახლა ძალიან ბევრ ჩემს მაყურებელს აქვს - „აუუ რისი ფეშენ ფრუთი“ ან „რა ალუბლის კურკა“ - თუმცა ეს დროებითია და აუცილებლად გაივლის.
ღვინოში არის ის მომენტი, როცა ადამიანებს ერთმანეთს გავლენის მოხდენა თავისუფლად შეგვიძლია. ეს ცალკე საკითხია, რომ შენ მედგრად იდგე იმ შენ აღქმაზე რაც გაქვს, რომ ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცე. ეს მარტივია იმ ხალხს გააგებინო, ვისაც სურს.
როგორც სხვა ყველაფრის მიმართ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ყველა ღვინის აღქმა არის ინდივიდუალური. თუმცა არის „დოგმატური“ საკითხები - რა არომატები შეიძლება ჰქონდეს წითელ ან თეთრ ღვინოს. ინტერპრეტაციაში კი ყველა თავისუფალია. ნებისმიერი არომატი ძალიან ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის მანგოა და ვიღაცისთვის მწიფე ატამი. ამის ახსნა ხალხისთვის მარტივია, თუ აქვთ სურვილი.
T: როგორ აუხსნი ადამიანს რა არის ღვინო?
ღვინო არის უნიკალური, ყველაზე კომპლექსური სასმელი, რომელსაც შეიძლება, რომ ბუნებაში რა არომატიც არსებობს, თითქმის ყველაფერი ჰქონდეს. უნდა გვესმოდეს, რომ საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ღვინო არის ის სასმელი, რომელსაც ყველაფრის აღქმა და უკან გადმოცემა შეუძლია.
ღვინოს შეუძლია მოგცეს ის ემოცია, ვოლტაჟი, რომელიც გჭირდება ადამიანს, რომ საკუთარი თავის ექსპრესია მოახდინო, აუცილებელია საუბარი, ღვინო არის ის პროდუქტი, რომელსაც უყვარს საუბარი, გაზიარება.
ადამიანი, ვინც ამ სფეროს პროფესიონალია ყველაფერს აკვირდება, რასაც სვავს, რასაც ჭამს, ინგრედიენტებს. ნებისმიერი არომატი შეიძლება იგრძნო, ახლად დაგებული ასფალტისაც კი. უბრალოდ თავიდან, ცოტა რწმენა გჭირდება.
Yorumlar