პეტ-ნატი - ადგილი, სადაც ბუნებრივი ხდები.
პეტ-ნატი - ფრანგული ტერმინია და ბუნებრივად ცქრიალას ნიშნავს. ბოლო ერთი წელია კი ამ სიტყვას ღვინის მოყვარულები იმ ადგილს ეძახიან სადაც ყოველ პარასკევს უყვართ შეკრება.
ჭოველიძის აღმართის დასაწყისში თუ ბევრი ხალხი შეგინიშნავთ და ვერ მიმხვდარხართ მიზეზს, ეს პეტნატია. ადგილი, სადაც ერთი შეხედვით პატარა, თუმცა საოცრად ღრმა ემოციებს შეიცავს. ერთი ოთახი, კიბეზე ბალიშები, ქუჩაში თივის ზვინები - ნებისმიერ სტუმარს კომფორტულად აგრძნობინებს თავს და შეგრძნება აქვს, რომ ის სახლშია.
ბოლო წლის ტენდეციამ, რომ მეღვინეებმა ყურადღების მიქცევა დაიწყეს პეტნატის მიმართ, ნინიკოს აგრძნობინა, რომ ეს ტექნოლოგია გამორჩეულ ადგილს იმსახურებდა. სწორედ ამიტომ, ბევრი არც უფიქრია სახელზე. ლოგოს ფერები კი მისი სუბიექტური აღქმაა წითელი და თეთრი ღვინის ფერების.
ნინიკოსთვის ღვინო ოჯახური ტრადიციაა. ახსოვს ბავშობაში როგორ ასინჯებდა მამა საკუთარ დაყენებულ ღვინოს და როგორ ასწავლიდან მის დაფასებას. დღეს კი ნინიკო ამას სხვებს უზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი პეტნატია, ღვინოს არანაირად უკან არ წევენ და ბუნებრივი ღვინოების ფართო არჩევანი აქვთ.
თვლიან, რომ ღვინო ჰარმონიულად შერწყმული მუსიკასთან სულის მდგომარეობის გამოხატულებაა. ქართულ სიმღერებზე ამღერებული ტურისტები კი სხვადასხვა გზით ცდილობენ მუსიკის სახელების დამახსოვრებას.
პეტ-ნატისთვის საამაყოა ყველა ის სტუმარი, ვინც ღვინის დაფასება იცის.
მოკლედ გულთბილ მასპინძლობაში შესვლისთანავე დარწმუნდებით. თან პეტ-ნატში საინტერესო სტატისტიკაც აქვთ - ვინც ერთხელ მიდის, ის აუცილებლად ბრუნდება.
Comentarios