top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

მერანოს ღვინის ფესტივალი 2023



მერანოს ღვინის ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მეტად შთამაგონებელი და უნიკალური ხდება.


11 ივნისს, შატო მუხრანში მისულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ მეღვინეებთან ერთად დაეგემოვნებინათ 350ზე მეტი დასახელების ქართულ, იტალიურ და თურქულ ღვინოებს, რომელიც ახალ სივრცეში ორანჟერეაში იყო წარმოდგენილი.

სასახლის ზამთრის ბაღში კი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროფესიონალური დეგუსტაციები და სემინარები.


რა თქმა უნდა, ღვინო გასტრონომიის გარეშე წარმოუდგენელია - სამეფო მარანში წარმოდგენილი იყო საკვები პროდუქტებისა და ინგრედიენტების მწარმოებელი კომპანიები, რომელთა პროდუქციის ადგილზე დაგემოვნება და შეძენაც შესაძლებელი იყო.


ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო დონის ღვინის ჟურნალისტები და ბაიერები. ფესტივალი ასოციაცია ქართული ღვინო, მერანოს ფესტივალი და შატო მუხრანის ორგანიზებით გაიმართა.


როგორც მერანოს ფესტივალის დამფუძნებელმა ჰელმუტ კოხერმა განაცხადა, მოხარულია რომ ფესტივალი იმართება ღვინის სამშობლოში და დარწმუნებულია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად უნიკალური იქნება.


ასოციაცია ქართული ღვინის პრეზიდენტის თინა კეზელის თქმით, მერანოს ფესტივალი მრავალწლიანი მეგობრობის შედეგია და ის არის ადგილი, სადაც იკრიბებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან.

მერანო პირველი ფესტივალია ევროპაში, რომელიც მაღალ ხარისხის მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ის 2022 წელს პირველად გასცდა იტალიის ფარგლებს და ჩატარდა საქართველოში. წელს კი ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად შატო მუხრანი უმასპინძლებს ღონისძიებას.

 

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page