top of page
Bottles of Wine

ლუკა სოსელია

Updated: Oct 14, 2024



მე ვარ ლუკა სოსელია, პროფესიით ენოლოგი და სომელიე.


როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:


ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, 8 წლის ასაკში, როდესაც პირველად, რთველში მივიღე მონაწილეობა საოჯახო ვენახში ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში, გორული მწვანე დავკრიფეთ და მუხის ჩანებში ჩავწურეთ, აქედან წამოვიდა ინტერესი თვითონ ღვინოზე და მის შექმნაზე.  


რატომ ავირჩიე ეს პროფესია:


ჩემთვის ეს პროფესია ტრადიციაა, რომელიც დადებით ემოციებთან ასოცირდება და კიდევ უფრო გვაახლოებს ქვეყნის კულტურასთან და ბუნებასთან.


ჩემი მიზანია:


ჩემი მიზანი ქართული ავთენტური ჯიშების პოპულარიზაცია, ტექნოლოგიური მრავალფეროვნების დანერგვა, მაღალი ხარისხიანი და საინტერესო ღვინოების შექმნაა, საბოლოოდ კი მსოფლიოსთვის ნამდვილი ქართული ღვინის ხასიათის გაცნობაა.


რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:


მოტივაციას პირველ რიგში ისევ საქმისადმი სიყვარული მაძლევს, ასევე ის, რომ ეს ერთიანი საოჯახო საქმეა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ისევ ოჯახისთვის და ქვეყნისთვის არის სასიკეთო.


რა აკლია ქართულ მეღვინეობას?


სამწუხაროდ, ქართულ მეღვინეობას დიდი ოდენობით პრაქტიკა და ცოდნა აკლია. მთავარია, რომ წინსვლა და განვითარება ჩანს და იმედი მაქვს მალე ყველაფერი უკეთესად იქნება, სწორად მოვუვლით ვენახებს და ვინიფიკაციის პრობლემებიც გათვალისწინებული გვექნება, ამავდროულად ჩვენს ტრადიციულ ქვევრის ტექნოლოგიას კიდევ უფრო დავხვეწავთ და გავაუმჯობესებთ, რითაც უფრო მეტად გავაცნობთ თავს მსოფლიოს.


რჩევა, მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:


პირველი რჩევა ის იქნება, რომ გათვალისწინებული ჰქონდეთ ნამდვილად სურთ თუ არა ეს სფერო, რადგან საკმაოდ კომპლექსური პროფესიაა, დიდი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება, ამასთანავე დიდი ოდენობით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასე ვთქვათ საკმაო საპასუხისმგებლო დარგია.

 

 

 

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page