top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ირაკლი გეწაძე


მე ვარ ირაკლი გეწაძე, აგრარული უნივერსიტეტის აგრობიზნესის მენეჯმენტის ბაკალავრი, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის 1 წლიანი პროფესიული კურსის კურსდამთავრებული და „წერო ვაინსის“ დამფუძნებელი და მეღვინე.


როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:


მეღვინეობა შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით ავირჩიე. წლების განმავლობა სულ მქონდა სურვილი საკუთარი ღვინო მქონოდა. თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ პროფესიას ჩემი ცხოვრების სრულ დროს დავუთმობდი. მე2 კურსზე სამსახურის პარალელურად დეგუსტაციის კურსებზე დავდიოდი, სადაც აღმოვაჩინე, რომ მეღვინეობა სერიოზულ ცოდნას და შრომას მოითხოვდა. მივხდი რომ მომინდა უფრო მეტად შემესწავლა და ჩავაბარე პროფესიულ კურსზე.


რატომ ავირჩიე ეს პროფესია:


ალბათ, იმიტომ რომ აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, მიყვარს ის საქმე რასაც ვემსახურები და ამ ყველაფერს ძალდატანების გარეშე ვაკეთებ. აქ ვიპოვე ჩემი თავი და ვფიქრობ ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთო, სადაც თავს კარგად გრძნობ, მაშინაა ჩვენი პოტენციალიც მაღალი, შედეგი კი ხარისხიანი.


ჩემი მიზანია:


ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დავაგროვო და უფრო კარგად მოვემზადო მომავალი გამოწვევებისთვის. რა თქმა უნდა, მუშაობასთან ერთად სწავლასაც ვაგრძელებ. ასევე ჩემი დიდი სურვილია ჩემი ის ცოდნა, რასაც ვაგროვებ და გავუზიარო მომავალ თაობას, მინდა მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული ამ სფეროსი საფუძვლიანი შესწავლით.


რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:


ვიქნები ბანალური, თუმცა ასეა - სიყვარული. სიყვარულია სწორედ ის მოტივაცია, რომ იშრომო ბევრი, ცოტა გეძინოს, არ საერთოდაც არ გეძინოს, თითოეული უკუკავშირი, რასაც ვიღებ და ვიღებთ მეღვინეები გვაძლევს იმის სტიმულს და მოტივაციას, რომ შევქმნათ უკეთესი ღვინოები. ეს ის სფეროა, სადაც ნათლად ჩანს ადამიანის დიდი შრომის შედეგი, ბევრი დრო და ენერგია გინდა, რომ ხარისხიანი პროდუქტი აწარმოო, თუმცა ბოლოს მიღებული შედეგით ღირს ამად.


რა აკლია ქართულ მეღვინეობას:


მეტი ექსპერიმენტი. მესმის წინაპრების ტრადიციები, მომწონს და ვიზიარებ იმას, რომ უნდა მივყვეთ და არ დავივიწყოთ ეს, თუმცა იმისთვის რომ მეტად სწრაფად წავიდეთ წინ აუცილებელია ამ ყველაფრის პარალელურად მეტი ექსპერიმენტი ვატაროთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვიცოდეთ განსხვავებულის მიღება.


რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:


პირველ რიგში სიყვარულით მოეკიდონ ამ საქმეს, რაც შეიძლება მეტი კითხვა დასვან, გაეცნონ სხვადასხვა ლიტერატურას, რადგან ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თეორია ასევე პრაქტიკა. მეღვინეობა მხოლოდ დიპლომი არაა, ის შედეგია, რომელსაც დიდი შრომის შემდეგ დებ.

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page