top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

თიხის ჭურჭელში დაყენებული ღვინოების საერთაშორისო კონკურსი 2024


პირველად მსოფლიოში, დიდ ბრიტანეთში თიხის ღვინის კონკურსი გაიმართება. მეღვინეები, რომლებიც თავიანთ ღვინოს თიხის ჭურჭელში აყენებენ ან ავარგებენ, წამყვანი ღვინის მაგისტრები და სომელიეები შეაფასებენ.


ღონისძიება ედინბურგში 24 ნოემბერს, ხოლო 28 ნოემბერს კი ლონდონში გაიმართება, სადაც ღვინის მაგისტრები, სომელიეები, ღვინის ვაჭრები და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. ნიმუშების შეფასება კი დეკემბერში გაიმართება და გამარჯვებულ ღვინოებს, ელექტრონულად გადაეცემათ სტიკერები.  


„დღეს ქვევრისა და სხვა თიხის ჭურჭელში დაყენებულ ღვინოებზე დაინტერესება იზრდება მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებში, ღვინის ბარებსა თუ ბუტიკურ მაღაზიებში. თუმცა მაინც, სომელიეებისთვის და მყიდველებისთვის სირთულეს წარმოადგენს ამ უნიკალური ღვინოების ერთ პლატფორმაზე დაგემოვნება და შერჩევა. სწორედ ღვინის მაგისტრების და ექსპერტების მხარდაჭერით შევქმენით ეს ღონისძიება, რომელიც შექმნის შესაძლებლობას თიხის ჭურჭელში დაძველებული ღვინოების უკეთ შესაფასებლად“ - მაკო აბაშიძე


“კონკურსის იდეა გაჩნდა, როდესაც ქართული ქვევრის ღვინო და მისი დაყენების მეთოდები აღმოვაჩინეთ. ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოში, სომხეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში და ვნახეთ, თუ როგორ ცდილობენ მეღვინეები შეინარჩუნონ ტრადიციული მეთოდები და ამავდროულად მოერგონ თანამედროვე ტენდენციებს. ჩვენი ენთუზიაზმი, რომ უფრო დიდი პლატფორმა მივცეთ თიხის ჭურჭელში დაყენებულ ღვინოებს ღვინის მაგისტრებთან საუბრისას გამყარდა და ესე გაჩნდა ეს კონკურსი“ – ტატიანა მანი.  


“თიხის ამფორის ღვინოები აერთიანებს უძველეს ტექნიკას და თანამედროვე მეღვინეობას. სწორედ ამ ღვინოების და მათი მწარმოებლების აღსანიშნავად შეიქმნა ეს კონკურსი, რათა დავაფასოთ ის სირთულეები, მრავალფეროვნება და ავთენტურობა, რასაც ეს მეღვინეები ქმნიან“ - იზაბელ სალამონი.


თიხის ღვინის კონკურსი მნიშვნელოვნად გაზრდის ცნობადობას თიხის ჭურჭელში დაყენებულ უნიკალურ ღვინოებზე, რომლებიც მეღვინეობას უფრო მაღალ დონეზე აყალიბებს. კონკურსი ქმნის სივრცეს, რომ უკეთ გავიგოთ და დავაფასოთ ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მწარმოებელს, რომელსაც ღვინო დაყენებული აქვს თიხის ჭურჭელში. მონაწილეობა უფასოა და ნიმუშების მიღების ბოლო ვადა არის 8 ნოემბერი, თითოეული სახეობის ღვინისათვის კი საჭირო არის 3 ბოთლი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: info@80-20shops.co.uk

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page