მე ვარ ელენე მაჭარაშვილი, პროფესიით აგრონომი და სომელიე.
ჩემი ღვინის სიყვარული ალბათ იმან განაპირობა, რომ ქართველი ვარ. ბავშვობიდან ოცნებად მქონდა რთველში მიმეღო მონაწილეობა.
როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ:
სტუდენტობისას ღვინის ბარში დავიწყე მუშაობა, სადაც ბევრ საინტერესო ღვინოს გავეცანი, პარალელურად დეგუსტაციის კურსებს გავდიოდი. მომდევნო ერთი წელი თელავში ვიცხოვრე, სადაც ვაზისუბნის მამულში სომელიეს პოზიციას ვიკავებდი, ვფიქრობ ერთ-ერთი საინტერესო წელი იყო. ახლა ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში ვმუშაობ.
ჩემი მიზანია:
ჩემი სურვილია უკეთესად გავეცნო მსოფლიო მეღვინეობებს და მეტი ცოდნა დავაგროვო.
რჩევები მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:
ის პროფესია აირჩიონ, რაც გულით უნდათ და არ იფიქრონ, რომ რამე არ გამოუვათ.
Comments