top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ბრიტანული ღვინის კონკურსი IWSC 2025 in Georgia წარმატებით დასრულდა


IWSC 2025 wine and spirits judging in Georgia წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო მეღვინეობისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში. ღონისძიება წელს მესამედ ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც მსოფლიოში აღიარებული ჟიურის წევრები, ასევე ადგილობრივი ექსპერტები. საერთო ჯამში, შეფასდა 150 კომპანიის 420 ღვინო და ალკოჰოლური სასმელი.


კონკურსის შედეგები შთამბეჭდავი იყო: გაიცა 28 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაოს მედალი.


 ჟიურის წევრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საფერავის ჰარმონიულობა და სიჯანსაღე. ასევე განსაკუთრებული აღიარება მოიპოვეს ქარვისფერმა ღვინოებმა, რომლებსაც რვა ოქროს მედალი მიენიჭა.


აღსანიშნავია, რომ კონკურსზე წარდგენილი იყო სომხური ღვინოებიც. ვაიოცძორის რეგიონში არენის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები განსაკუთრებული დახვეწილობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ, რაც ჟიურის მხრიდან არაერთხელ იქნა ხაზგასმული.  


წელს კონკურსზე პირველად მოხდა მაღალალკოჰოლური სასმელების შეფასებაც. პანელურმა შეფასებამ ნათლად წარმოაჩინა ქართული დისტილაციის პოტენციალი. ადგილობრივმა მწარმოებლებმა წარადგინეს მაღალი ხარისხის და ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვან ყურადღებას მიიპყრეს.  


IWSC 2025 - ის ღონისძიებამ არა მხოლოდ საუკეთესო პროდუქციის გამოვლენით გამოირჩეოდა, არამედ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს უნიკალური როლი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ინდუსტრიაში.

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page