არაგვისპირის მარნის ისტორია 2010 წელს ღვინის და კულინარიის სიყვარულით იწყება. პირველი ღვინო სწორედ მაშინ დაწურეს. პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს არ შეუშინდნენ და დღეს უკვე სტუმრებს დარჩენით მასპინძლობენ. მოკლედ გემრიელი შაბათ-კვირის გატარება თუ გსურთ თბილისთან ახლოს ეს ადგილი თქვენთვის არის.
მარანი-რესტორანი-სასტუმრო - ოჯახის თითოეულ წევრს ფუნქცია-მოვალეობები თანაბრად აქვს გადანაწილებული და ერთობით ქმნიან საოცარ ატმოსფეროს.
ეზოში შესვლისთანავე სოფი შემოგეგებებათ, რომელიც საოცარი პოზიტივით აგავსებთ.
პირველი ტური მარანია, სადაც დააგემოვნებთ ქართლის რაიონიდან ჩინებულს და თავკვერს, კახეთიდან კი რქაწითელს და მწვანეს. მიზანი - საქართველოს სხვადასხვა ჯიშების საინტერესო და განსხვავებული ღვინოების წარმოებაა. თვლიან რომ ღვინო არის ენერგია, რომელიც მიწიდან, ვაზიდან გადაეცემა მეღვინეს და სხვებს უზიარებს.
ღვინის სასიამოვნო ტკბობის შემდგომ გასტრონომიის ჯერი მოდის, სადაც სეზონური და ადგილობრივი პროდუქტებისგან მომზადებული კერძებს დააგემოვნებთ. მერწმუნეთ ამ დროს საოცარ აღმოჩენას გააკეთებთ თქვენი გემოვნური რეცეპტორების შესაძლებლობების.
„ჩვენი ახლანდელი გამოწვევა არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აღმოვაჩენინოთ გემოს რეცეპტორების შესაძლებლობები, დავატკბოთ ღვინით და პოზიტიური განწყობით ავავსოთ“ - სოფი ჯოხაძე.
Comments