top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

Wine Not


Wine Not - ადგილი, სადაც ყველა ღვინოს გასინჯავ.


თუ ღვინის ჭეშმარიტი მოყვარული ხართ, ვაინნოთში ერთხელ მაინც გექნებათ ჭიქა აწეული. პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის ბარის ისტორია 2019 წელს დაიწყო.  უნგრეთიდან დაბრუნებულმა ნინოებმა გადაწყვიტეს ბუდაფეშტში აღმოჩენილი კულტურა საქართველოში დაენერგათ - მაშინ ძალიან იშვიათი იყო ჭიქით ღვინის გასიჯვა და ღვინის ბარში მირთმევა.

ლოკაციაც სიმბოლურია  - თბილისის ნომერ პირველ ღვინის ქარხნის პირდაპირ.


პირველი მომხმარებლები მეგობრები იყვნენ, რომლებმაც მალე თავინთი მეგობრები მოიყვანეს, იმათმა თავიანთი და ესე ჩამოყალიბდა ვაინნოთელების საზოგადოება. ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს თვით ნინოები მასპინძლობდნენ და ღვინის ისტორიებს აცნობდნენ. ექსპატებმაც მალევე გაიცნეს ეს ადგილი და ჭიქა ღვინით მოგზაურობდნენ მთელ საქართველოში. მომხმარებელი ხალისით ჩაერთო ლოალობის პროგრამაში, სადაც ვაინნოთის „პასპორტში“ ბეჭედს ურტყამდნენ იმ ღვინოზე, რომელსაც გასინჯვადა.


დიდ წარმატებას მალევე პანდემიის პერიოდი მოჰყვა, რომელშიც მალევე სასაჩუქრე ყუთებით, ონლაინ გაყიდვებით და გასვლითი პიკნიკებით ადაპტირდნენ. პანდემიის პერიოდისგან გამოწვეული სირთულეები ისე მაგრად გადალახეს, რომ წელს ახალი ფილიალიც გახსენს. გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილმა 300 წლიანმა მარანმა ვაინნოთს ახალი კონცეფცია შემატა - ღვინის და კერძის შეხამება. ამბობენ მარნის აღმოჩენა შემთხვევით არ მომხდარაო. ცნობილი ვაინნოთის პიანინოს აქაც ნახავთ, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს. კვირის ნებისმიერ დღეს კი შეგიძლიათ საინტერესო მუსიკით დატკბეთ.


აქ სჯერათ, რომ შემთხვევით ისიც არ მომხდარა, რომ ორივე ნინო ერთდროულად წავიდა სასაწვლებლად ბუდაფეშტში, შემთხვევითი არ იყო საცხოვრებელთან ახლოს არსებული ღვინის ბარი, სადაც ჭიქა ღვინის თანმხლებით ერთმანეთი აღმოაჩინეს და ამას მონატრებულებმა თბილისში გახსნეს ბარი. მოკლედ თუ შემთხვევით ჯერ ვაინნოთში არ ყოფილხართ, ეს ნიშანია რომ მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page