WAREHOUSE ღვინის სივრცეა, რომლის მიზანი ნატურალური ღვინის ხელმისაწვდომობის გაზრდაა ყველა მსურველისთვის. აქ თითოეული ღვინო თავის ისტორიას გიამბობთ ეტიკეტით, არომატითა და მეღვინეობის ტრადიციებით. განსაკუთრებული სიამოვნებაა ბარში საღამოს გატარება, განსხვავებული გემოების აღმოჩენა და მეღვინეობის სამყაროს კიდევ უფრო ღრმად გაცნობა.
ბარის მთავარი სომელიე ნორვეგიელი მადს კლეპეა, რომელიც ღვინოებს განსაკუთრებული სიმკაცრით არჩევს. აქ თქვენ გასინჯავთ მსოფლიოში საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან.
“ნატურალური ღვინო განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც მას თან ახლავს. ყოველ ოთხშაბათს ვიწვევთ მეღვინეებს და ვმართავთ დეგუსტაციებს, რაც ღვინის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, ახალი გემოების აღმოჩენასთან ერთად, ნატურალურ ღვინოსთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ“ - თამთა ბანკანაშვილი.
მაშინ, როცა მსოფლიო ღვინის ინდუსტრია ახალგაზრდა თაობებისგან ინტერესის შემცირებაზე საუბრობს, Warehouse-ის შეხედულება სრულიად განსხვავებულია. აქ გარემო ახალგაზრდული, თანამედროვე და მეგობრულია, რაც ცხადყოფს, რომ ნატურალური ღვინო სწორედ მათი არჩევანია დღეს.
Warehouse ცვლის დამოკიდებულებას ნატურალური ღვინისადმი და მის გარშემო არსებულ სტერეოტიპებსა და ბარიერებს ამსხვრევს. ეს არის ადგილი, სადაც ღვინოს არა მხოლოდ შეიგრძნობთ, არამედ მასზე საკმაოდ ბევრს ისაუბრებთ, რაც კიდევ უფრო მეტად აერთიანებს ღვინის მოყვარულებს.
Comments