top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

Vino Tuta - მშრალი საფერავი ქინძმარაულის მიკროზონიდან


Vino tuta - ქინძმარაულის მიკროზონის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ღვინის მოყვარულებს საფერავის ახალ შესაძლებლობებს აცნობს.

თუთას ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ბაბუამ ყვარელში ვენახი დაუტოვა. მსხმოიარობაში შესვლისას კი გადაწყვიტა პროფესია შეეცვალა და მეღვინეობის დასაუფლებლად სად თუ არა საფრანგეთში გაემგზავრა. თვლის, რომ ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ჰყვება ამბავს, ვინო თუთა კი თუთა გალეგაშვილის ამბავს გვიყვება.


T: რამ მოგცათ ინსპირაცია საფრანგეთში წასულიყავით?


ბავშობაში მე და ბაბუაჩემს სულ გვქონდა იმის სურვილი, რომ ჩვენი ვენახი და მარანი გვქონოდა, თუმცა ვინო თუთამდე ამ სფეროსთან შეხება არ მქონია. ჩემი დის ინსპირაციით გავემგზავრე პარიზში. ნუ ყველამ რა თქმა უნდა მითხრა, რომ თუ ღვინის სწავლა მინდოდა ბორდოში უნდა წავსულიყავი და მოკლედ წავედი ბორდოში. ვიპოვე ინგლისურ ენოვანი უნივერსიტეტი, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებისთვის ძალიან პრაქტიკულია.


ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ კი მომენიჭა „სომელიეს და ფრანგული ღვინის დეგუსტატორის“ წოდება.


T: როგორი ტიპის სწავლება იყო, რამდენად იყო თანხვედრაში თეორიული და პრაქტიკული კურსი?


თეორიული კურსი საკმაოდ დატვირთული იყო საერთაშორისო ღვინოებით. მიუხედავად დატვირთული ლექციებისა, მე და ჩემი ჯგუფელები თავისუფალ დროსაც კი ერთმანეთს დეგუსტაციებს ვუწყობდით და ვაკეთებდით ჩანაწერებს. ჩემი ინიციატივით კი სტაჟირება გავიარე “Château Luchey Halde”, რომელიც ბორდოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენახია და ძალიან ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით.

შატოს 2019 წლის მოსავალში სერიოზული მონაწილეობა მაქვს მიღებული და ძალიან ბევრი სხვადასხვა მეთოდების გაცნობის საშუალება მომეცა, რომელიც „ვინო თუთაში“ მინდა დავნერგო.


მიუხედავდა იმისა, რომ მეღვინემ ინგლისური არ იცოდა და მე ფრანგული, გუგლის დახმარებით ერთმანეთს ვაგებინებდით სათქმელს. ახლა, ჩემი ღვინის დაყენებისას კი ბევრ რამეს ვხდები რასაც იქ ვსწავლობდი.


T: რატომ დაბრუნდი საქართველოში 


ჩემი საბოლოო მიზანი ყოველთვის იყო, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი და აქ დამენერგა ინოვაციები. თუმცა აქ რომ დავბრუნდი მივხვდი, რომ აქედან რომ დამეწყო აქამდე ალბათ არ მოვიდოდი. დღეს არის მაინც აქ რაღაც გარემოებები, რომლებმაც შეიძლება შეგაჩეროს. თუმცა მთავარი მაინც მონდომებაა და თუ მოინდომებ ყველაფერი აუცილებლად გამოგივა.


საფრანგეთში ყოფნისას არაერთხელ მიფიქრია - რა მინდა აქ, რას ვაკეთებ, განსაკუთრებით ჩემ ასაკში პროფესიის შეცვლა მარტივი არ არის, თუმცა სირთულეების გადალახვით მივხვდი, რომ გვიანი არასდროსაა და ჩამოვასხი ვინო თუთა.


T: „ვინო თუთა“- მშრალი საფერავი, ქინძმარაულის მიკროზონიდან


ვინო თუთა - ბრენდის სტრატეგია, ეტიკეტის დიზაინი, სახელი მეგობრებთან ერთად ვიმუშავე, მათ ამ სფეროში დიდი ხნის გამოცდილება აქვთ და წარმატებული ადამიანები არიან. ამიტომაც მიყვარს კიდევ უფრო მეტად ეს პროექტი.


ვინო თუთა სიყვარულით არის გაკეთებული და ღვინის დაგემოვნებისას სწორედ ამ განწყობას და ამ ემოციას გრძნობ.


ვენახები ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს. თუმცა ღვინო არის მშრალი, რადგანაც ნახევრად ტკბილის წარმოების შემთხვევაში ძირითადი ბაზარი რუსეთი იქნებოდა, რაც ამის სურვილი არ მქონდა. მშრალი ღვინის წარმოების შემთხვევაში კი მაქვს შესაძლებლობა მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში მოვახდინო პოზიციონირება.


ამასთან ერთად, საფერავის შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა. ამ „ექსპერიმენტმა“ საოცარი ბუკეტი და ხასიათი წარმოგვიდგინა ღვინის. ბევრს ვმუშაობთ, რომ ტრადიცია და თანამედროვეობა დავაბალანსოთ. რა თქმა უნდა აქ არ ვჩერდებით და ინოვაციების დანერგვას „ვინო თუთა“ აუცილებლად გააგრძელებს.

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page