top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

სომელიეს გზა - თაზო თამაზაშვილი


ალბათ დამეთანხმებით, რომ არაფერი ჯობია იმ ღვინის დაგემოვნებას, რომელიც გემრიელ კერძს, ამინდს თუ გარემოს ძალიან უხდება. ისიც არ გაგვიკვირდება თუ ვიტყვით, რომ ხშირად ღვინის მოწონება-არ მოწონებას ხასიათი განსაზღვრავს. შეხამებისთვის ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა გამართული ღვინის ბარათიდან შერჩევისას წარმატება გარანტირებულია.


თაზო  2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიეა. თვლის, რომ გამორჩეული ღვინის შესაქმნელად ხარისხიანი ნედლეულია საჭირო და იმედოვნებს, რომ მეღვინეები უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ ვენახის მოვლას.


„ბავშობაში რთველი ოჯახური ტრადიცია იყო, ამ პერიოდში მთელი ოჯახი ბებია-ბაბუასთან მივდიოდით და ჟრიამულით შევუდგემობით ყურძნის კრეფას. დატვირთული დღე კი ტრადიციულად გემრიელი სუფრით გვირგვინდებოდა. 10 წლის ვიყავი პირველად ღვინო, რომ გავსინჯე და როგორც ყველა ბავშვი - მჟავიანობის და ალკოჰოლის შეგრძნებისას სახე მოვჭმუხნე.“


ღვინოსთან პირველი პროფესიული შეხება სტუნდენტობისას ჰქონდა - სერვისში მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ ბოთლის კულტურა ნელნელა უფრო პოპულარული ხდებოდა. ქართულ ენაზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო კი, ცოდნას უცხოური ლიტერატურის კითხვით იღრმავებდა.


„მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ჩემს ქვეყანაში შემძლებოდა სომელიეობის კურსის გავლა, ვგრძნობდი, როგორ აკლდა ამ სფეროს ეს მიმართულება.“


ოცნება 2015 წელს აუხდა - როცა ხეცურიანების ღვინის სკოლის პირველი გამოშვების სომელიეს სტატუსი მიიღო. ახალი სტატუსით სამსახურის პოვნა არ გასჭირვებია, პროფესიონალზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ერთდროულად 3 ადგილას დასაქმდა - ზოგს ღვინის ბარათებს უკეთებდა, ზოგს ბრენდინგს. ქართველებთან ერთად უცხოელმა მენტორებმა ისეთი მოტივაცია მისცეს, რომ განვითარება არც მერე შეუწყვიტავს და ცოდნის გასაფართოებლად ევროპის ისეთ ქვეყნებს ესტუმრა, როგორებიცაა: საფრანგეთი, ბელგია და  გერმანია.


„სომელიე ღვინის და კულტურის ელჩია, ნებისმიერ სტუმარს უნდა გააცნო ღვინის წარმომავლობა და გამოყენების სწორი გზა, სწორად შეუხამო მომხმარებელს ის ღვინო, რომელიც მას იმ მომენტში სჭირდება. სომელიემ არ უნდა იცოდეს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ღვინო, მისი საერთო მოწოდება უნდა იყოს ღვინო და იცნობდეს ყველა სახეობას, რომელიც მენიუში აქვს.“


თვლის, რომ მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად შეფ-მზარეულებს და სომელიეებს მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან - „ წარმოუდგნელია, როცა შეფი სომელიეს გარეშე ცვლის მენიუს - ზღვის პროდუქტების კერძებს ამატებს და შენ ამ დროს მენიუ წითელი ღვინოებით გაქვს შედგენილი. ძალიან კარგი პროცესია, როცა კარგი კომუნიკაცია გაქვს, შედეგიც შესაბამისია.“


„მახსოვრობის კარგი უნარი, პოზიტიური კომუნიკაცია და გემოვნება არის ის უნარ-ჩვევები რომლებიც სომელიეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. დამწყებ სომელიეებს ვურჩევ ბევრი იმოგზაურონ რეგიონებში, არ დაელოდონ მხოლოდ ობიექტზე მიტანილ სადეგუსტაციო ნიმუშებს. მნიშვნელოვანია აღიქვა ის ტერუარი საიდანაც არის ეს ღვინო, რაც გეხმარება მის დახასიათებაში. ღვინო მარტო გემო და არომატი არ არის, მნიშვნელოვანია თუ რა დგას მის მიღმა.“


8 წელი და 13 000 ბოთლი - თაზო თამაზაშვილი დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სომელიეა. პანდემიისგან გამოწვეული სირთულეებს არ უშინდება და მასტერკლასებით თუ ლექციებით ცდილობს თავისი გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიაროს. თვლის, რომ განათლებაზე და მომსახურების ხარისხზე აქცენტით ქვეყანა ახალ თაროზე გადაინაცვლებს.


 „8 000 წელია გვაქვს ღვინის კულტურა, მაგრამ ეს საფუძველს არ გვაძლებს, რომ ვთქვათ -  ჩვენი ღვინო საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა აღმავალ გზაზე ვართ, რომელსაც სჭრიდება დიდი განვითარება“.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიაჩნია, რომ თუ გიყვარს შენი პროფესია, მაქსიმალური მწერვალებისკენ უნდა იბრძოლო - WSET 3-ზე არ ჩერდება და საბოლოო მწვერვალი Master of Wine ტიტულია.     

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page