„Lost Eden“ - ამერიკის ბაზრისთვის შექმნილი ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც საფერავის ავთენტურობას და მრავალფეროვნებას გამოხატავს.
საფერავის ბლენდი შერჩეულ ვენახებში მოწეული ყურძნით არის დაყენებული. მეღვინე ლადო უზუნაშვილია, რომელიც ქართული ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. მან განათლება ენოლოგიის საერთაშორისო სკოლებში მიიღო და მისი ღვინოები ნათლად გამოხატავს ქართული ღვინის ხასიათს.
ბრენდინგზე ბრიტანულმა კომპანიამ, სახელად “ODYSSEUS ARMS” იმუშავა. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ბრენდი, რომელიც ღვინის სახით ქვეყნის კულტურას გამოხატავდა. ასე გაჩნდა “Lost Eden” ანუ „დაკარგული სამოთხე“.
“ღვინო არის მუქი ლალისფერი, ველური კენკრის არომატით. ბლენდის გარკვეული ნაწილი დაძველებულია ქვევრში, რომელიც UNESCO - ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ღვინის განსაკუთრებული ხასიათი ჩანს ბოთლის ვიზუალიდანაც, რომელიც ნიადაგის რელიეფით არის გაფორმებული“ - წერს New York Times.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ქართული ღვინის ხასიათთან ერთად ქვეყნის კულტურის და ბუნების ავთენტურობის პოპულარიზებას ცდილობს: „Lost Eden“ არის სოციალური მედიის პირველი გვერდი, რომელიც მთელმა ქვეყანამ შექმნა - უცხო ადამიანებს დაურიგეს ერთჯერადი კამერები, რათა გადაეღოთ საქართველოს საინტერესო და დამალული ადგილები.
„Lost Eden“ - ის საფერავის ბლენდის დაგემოვნება საქართველოში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ,,ალკორიუმში“ არის შესაძლებელი.
Comments