კახეთში შემოდგომის სეზონი ყოველთვის გამორჩეულია. რთველის დასასრულს, წინანდლის მამული, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული მემკვიდრეობით ქართული კულტურისა და ღვინის წარმოებაში, რიგით მე-8 „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს უმასპინძლებს.
12 ოქტომბერს წინანდლის მამულში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ 30-ზე მეტი ადგილობრივი, ბუტიკური და ექსკლუზიური მეღვინეობების პროდუქცია. ღონისძიების ორგანიზატორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ისეთი ღვინოების შერჩევას, რომლებიც ავლენს ქართული მეღვინეობის უნიკალურობას.
ამ ფესტივალში მონაწილეობა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გამორჩეულ მახასიათებლების წარმოჩენას, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას. ამასთან ერთად, მონაწილე მარნებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანონ.
კარგ ღვინოს კი რა თქმა უნდა კარგი მუსიკაც უხდება.
ფესტივალს ამფითეატრის სცენაზე გახსნის იტალიური ჯგუფი The Sweet Life Society. მათი უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟურ მელოდიებსა და ამერიკულ ჰიპ ჰოპს, რაც ქმნის დახვეწილ და ელეგანტურ მელოდიას, რომელსაც საოცრად ერწყმის ჯულიეტა პასერასა და მორენოს ტურის შეუდარებელი ვოკალი.
დღის მორიგი ნაწილი გაგრძელდება ბოლრუმში, სადაც მაყურებლის წინაშე წარდგებიან კოლუმბიელი და შვეიცარიელი ვირტუოზები: Edmar Castañeda & Grégoire Maret - HARP vs HARP
დღის ბოლოს კი ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ფრანგული მუსიკის ელჩებად აღიარებული Electro Deluxe. ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა. მათი მუსიკა უნივერსალურ ენაზე საუბრობს და აერთიანებს სოულის, ჰიპ-ჰოპისა და R&B ელემენტებს.
JAZZ & WINE Kakheti 2024 ფესტივალი არის არამარტო მუსიკისა და ღვინის ზეიმი, არამედ შესაძლებლობა ქართული კულტურის სიღრმეების გაცნობის. ეს ღონისძიება ხელსაყრელ გარემოს ქმნის ღვინის მოყვარულებისთვის, რათა ისიამოვნონ ბუნებისა და მუსიკის უნიკალური შერწყმით.
Comments