top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

Crush 525 - ინოვაციური ტიპის მეღვინეობა საქართველოში



მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში ე.წ custom crush winery საკმაოდ წარმატებული და აპრობირებული მეთოდია. მსგავსი ტიპის მეღვინეობა ინდივიდუალური, მცირე თუ საშუალო მეღვინეობებისთვის იმ პროცესების შემსუბუქებას გულისხმობს, როგორიც დანადგარების და ინვენტარის მოძიებაა, რაც ხშირად დიდ თანხებთან ასოცირდება. ასევე რთულია იმ პირობების მოწყობა, რომელიც ღვინის ფერმენტაციისთვის არის საჭირო. საქართველოში კი ამ სერვისს მარანი “Crush 525” გვთავაზობს.


T: რა ტიპის სერვისს სთავაზობს მეღვინეებს პლატფორმა „525 Grapes“?


„Crush 525 “ მცირე და საშულო მეღვინეობებს ჩვენს პლატფორმაზე სთავაზობს ღვინის შექმნას ყურძნის დაწურვიდან ბრენდირებამდე. ეს კონცეფცია საშუალებას აძლევს მეღვინეებს, აწარმოონ ღვინო მეღვინეობისთვის საჭირო ძვირადღირებული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციის გარეშე. მეღვინეებს შეეძლებათ ნაკლები დანახარჯებით, დროის ეკონომიით და სწორი სტრატეგიით ხარისხიანი ღვინის მიღება, რომელსაც ჩვენი პროფესიონალური გუნდი უზრუნველყოფს.


ჩვენი ქარხანა ბიწმენდში, საგურამოში მდებარეობს, რაც თბილისთან ძალიან ახლოს არის და დამკვეთს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ტიპის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.


T: როგორ შეუმსუბუქებს თქვენი პლატფორმა მეღვინეებს სასურველი მიზნების მიღწევის პროცეს?


ეს სერვისი, რომ ჩავშალოთ პირველ რიგში ითვალისწინებს კონსულტაციას და დეტალების დაზუსტებას, სადაც ზუსტად უნდა მოხდეს აღწერა, დამკვეთის და მისი სურვილის. შემდეგი ეტაპი რთველი, ყურძნის დაწურვა და ალკოჰოლური დუღილია. იგულისხმება სტილისტიკურად კლასიკური, ჭაჭაზე დაყოვნებული თუ ლექზე დავარგებული, თუ საჭიროება მოითხოვს შესაბამისი ღვინოების დამუშავებით.

ადგილზე გვაქვს ჩვენი თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია და ღვინოს ყოველი ნაბიჯი იქნება გაკონტროლებული.


ასევე ვთავაზობთ მეორად მუხის კასრებში დაძველების პროგრამას, ან უშუალოდ მომხმარებელსაც შეუძლია კასრი მოიტანოს და განათავსოს.

ფაქტიურად, აპრილის ბოლომდე, ღვინო უკვე ბარდება პატრონს და მას აქტიურად შეუძლია თავისი რესურსები მარკეტინგულ განვითარებაზე მიმართოს.


T: რა სახის წვლილს შეიტანს პლატფორმა „Crush 525” ქართული ღვინის განვითარებაში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზარზე?


საქართველოში მცირე და საშუალო მარნების ძირითადი პრობლემა არის ერთი ის, რომ ღვინის მცირე რაოდენობა აქვთ, რომლის გასაზრდელად ფინანსური სახსრები არ ჰყოფნით ან მარკეტინგულ და ლოჯისტიკურ პროცესებს ვეღარ წვდებიან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.


ჩვენ პლატფორმით კი ვთავაზობთ გამოსავალს - თვითღირებულების კუთხით მწარმოებელი უფრო ნაკლებს დახარჯავს ღვინის დაყენებაში და შესაძლებლობა ეძლევა უფრო მეტი ყურადღება და ფინანსები მიმართოს მარკეტინგული და ლოჯისტიკური ნაწილისთვის.


ამასთან ერთად, ჩვენთან მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ იმპორტიორი კომპანიები, ბლოგერები თუ ღვინის ენთუზიასტები და ამით მწარმოებლებს მიეცემათ თავისივე დაბრენდილი ღვინის გაყიდვის პოტენციალი.

 

댓글


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page