top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

80-20 Wines-მა პირველი ბრენდის მაღაზია Amazon UK-ზე გახსნა



80-20 Wines, რომელიც ქართული ღვინის წამყვანი იმპორტიორი და ღვინის ბარია დიდ ბრიტანეთში, Amazon UK- ზე თავისი ბრენდის პირველი მაღაზია გახსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინის კულტურის გლობალური მასშტაბით გავრცელებისკენ. კომპანია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქართული ღვინის მაღალი ხარისხის წარმოჩენას, არამედ თითოეული ბოთლის უკან არსებული მდიდარი ისტორიის გაზიარებას.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მაკო აბაშიძე აცხადებს, თითოეული ღვინო არის არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ კავშირი საქართველოს ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებთან. „ჩვენ ვცდილობთ გავაზიაროთ და მეტ ადამიანს გავაცნოთ ქართული ღვინის დამზადების ტრადიციები“ - მაკო აბაშიძე.


80-20 Wines მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით მუშაობს და ღვინის მოყვარულების

სხვადასხვა ჯგუფს სთავაზობს მაღალ ხარისხის პროდუქტებს - დაწყებული საყოველთაო ენთუზიასტებით, დამთავრებული გამოცდილი გურმანებით.


კომპანიის თანადამფუძნებელი ბაჩი გაბუნია იმედოვნებს, რომ მომხმარებლები შთაგონებულნი იქნებიან, ეწვიონ საქართველოს ღვინის რეგიონებს: „ჩვენთან ღვინის დაგემოვნება ნიშნავს მოგზაურობას საქართველოს მდიდარ ღვინის ისტორიაში."


80-20 wine-ის მაღაზია უკვე ხელმისაწვდომია Amazon UK-ზე, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ქართული ღვინის კოლექცია, რომელიც მსოფლიოს ღვინის მოყვარულებს სთავაზობს ქვეყნის კულტურას თითოეულ ბოთლში.

 

 

 

 


Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page