top of page
Bottles of Wine

19 ოქტომბერს, ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024 - ქართული ღვინის დღესასწაული მთაწმინდაზე



19 ოქტომბერს, დღის 12:00-19:00-მდე მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“, გაიმართება წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღვინის ფესტივალი ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024. ღონისძიება, რომელიც ღვინობისთვის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება, მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ღვინის მოყვარულებს, სომელიეებს და პროფესიონალებს.


„ფესტივალის მთავარი მიზანია, ახალი მცირე მარნების ღვინოების გაცნობა, შეყვარება და მათი განვითარების ხელშეწყობა. მოსულ სტუმრებს დახვდებათ ბევრი ღვინო, ბევრი მუსიკა და კარგი განწყობა“ - აღნიშნავს ნათია გაჩეჩილაძე.


ეს ფესტივალი ღვინის კლუბის ინიციატივით 2016 წელს პირველად გაიმართა, სადაც 17 მარანი მონაწილეობდა. წლევანდელ ღონისძიებაზე კი 47 მცირე მარანი იქნება წარმოდგენილი, რაც ფესტივალის ზრდასა და ქართული ღვინის მზარდ პოპულარობას მოწმობს.


ფესტივალის გამორჩეული ხიბლი მრავალფეროვან ღვინოებშია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ გასინჯონ უახლესი ღვინოები, არამედ უშუალოდ გაიცნონ მეღვინეები და მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ ღვინოების შესახებ, რომლებიც მათ მოეწონებათ.

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page